მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სამართლის სადოქტორო პროგრამაზე – 3 ვაკანტური ადგილი.

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა აპლიკანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია 2025 წლის 10 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18.00 საათამდე და სარეგისტრაციო ბმულზე

(PDF ფორმატით) ელექტრონულად უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (იხ.დანართი #1);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფოტოსურათი 3×4;

დ) სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დიპლომის ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის შესაბამისობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) კანდიდატის მიერ შევსებული და პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი  და თანხმობა (იხ.დანართი #2);

ზ) შესაბამის სფეროში (საჯარო სამართალი , კერძო სამართალი, სისხლის სამართალი)   შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან სამეცნიერო კვლევით პროექტში/ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი ;

თ) კვალიფიკაციის შესაბამის სფეროში (საჯარო სამართალი; კერძო   სამართალი; სისხლის სამართალი) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 78 points); IELTS (at least 5.5 points); FCE).

ან  საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ)

ან საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი და დანართი.

ან ცნობა პროგრამის განხორციელების ენის შესახებ.

სარეგისტრაციო ბმული  : https://forms.gle/3Dnw7c11K1YgeGJy6

მეორე  ეტაპი: გამოცდა ინგლისურენაში

კანდიდატებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ ზემოაღნიშნულ სერთიფიკატს, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონის ფლობის დადასტურების მიზნით. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 13 დეკემბერს, 11.00 საათზე, A 409 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

ინგლისური გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 17 დეკემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“

საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური გამოცდის შედეგების შესახებ დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 18 და 19 დეკემბერს, 18.00 საათამდე, სამართლის სკოლის  ელექტრონულ ფოსტაზე lawfaculty@iliauni.edu.ge

ინგლისური ენის გამოცდების შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 24 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მესამე ეტაპი:  სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა.

სადოქტორო კვლევითი განაცხადი შესაბამის დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.

გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადების შეფასების შედეგები   გამოქვეყნდება 2026 წლის 26 იანვარს   უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს 2026 წლის 27 და 28 იანვარს 18.00 საათამდე, სამართლის სკოლის    ელექტრონულ ფოსტაზე lawfaculty@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი განაცხადების შედეგები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 2 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრი ვკომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი  შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან იწარმოებს 2026 წლის 10 – 12 თებერვალს A 411 (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

ინფორმაცია დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“. 2026 წლის 9 თებერვალს. 

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026  წლის 13 თებერვალს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში.

საპრეტენზიო განაცხადები ზეპირი გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით მიიღება

2026 წლის 16 და 17 თებერვალს 18.00 საათამდე,  სამართლის სკოლის   ელექტრონულ ფოსტაზე lawfaculty@iliauni.edu.ge.

ზეპირი გამოცდა შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიასთან ჩატარდება 2026 წლის 19 თებერვალს A 411 აუდიტორიაში.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით,  ასევე სამართლის     სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება  2026 წლის 20 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით A 407 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე;

ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი