მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია – მოვალეობები:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
  • სასწავლო პროცესის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი განმავითარებელი სტრატეგიების შემუშავება;
  • ფოკუს-ჯგუფების ჩატარება აკადემიური პროგრამების ფარგლებში და შესაბამისი ანგარიშების მომზადება (სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან);
  • სტუდენტური გამოკითხვების ანალიზი და შეფასება;
  • აკადემიური პროგრამების მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით განმავითარებელი სტრატეგიების დასახვა პროგრამაში ჩართულ აქტორებთან (აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებეულები, დამსაქმებლები, ფაკულტეტის ადმინისტრაცია) თანამშრომლობით;
  • პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და განვითარების მიზნით შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
  • აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების ამსახველი ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
  • საჭიროების მიხედვით, ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში);
  • ინგლისური ენის მინიმუნ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  ორწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ადგილმდებარეობა:   საქართველო, თბილისი 0162, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;

 საათები:  სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი);

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი საბუთები  2022 წლის 17  იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აუცილებელი საბუთები:

  • რეზიუმე (რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი;
  • დიპლომი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი  (სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში).

აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე;

კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: რეზიუმეების განხილვა და გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

2021 წელი

 

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი