სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისმწარმოებლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოცალეობები:
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ორგანიზება და საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება;
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამის დაინტერესებულ პირებთან / სამსახურებთან გაგზავნა;
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმების ელექტრონულად დაარქივება;
- სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭების ძველ ოქმებში არსებული ხარვეზების გასასწორებლად შესაბამისი პროცედურების წარმოება;
- სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების პროცესების მართვა;
- სამაგისტრო საფეხურზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების განხილვა და ელექტრონული ბაზის, ასევე სააპელაციო კომისიების ოქმების წარმოება;
- დეკანთან ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოს შესახებ;
- დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურების ორგანიზება, დოქტორანტთა სადისერტაციო ნაშრომის დაცვის-სადისერტაციო საბჭოს ოქმების წარმოება;
- დოქტორანტურის დარგობრივი კომისიების სხდომის ოქმების წარმოება;
- უნივერსიტეტის კვლევითი პროექტების ეთიკურობის დამდგენი კომისიის დასკვნების მომზადება;
- სადოქტორო საფეხურზე სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება და ორგანიზება;
- მონაწილეობა სადოქტორო საფეხურზე სტუდენტების შიდა და გარე მობილობის წესით ჩარიცხვის პროცესებში.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 – ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან სხვა დოკუმენტის არსებობისას წარმოადგინეთ ასლი);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
- სასურველია უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV) (რეზიუმე ასევე უნდა მოიცავდეს ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაადასტურებენ კანდიდატის შესაბამის კომპეტენციას);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, მისი ცოდნა და გამოცდილება როგორ უპასუხებს ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას).
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2022 წლის 16-დან 27 სექტემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გასაუბრებას გაივლიან შესაბამის კომისიასთან.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი.
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების სავარაუდო თარიღი: 2022 წლის 29-30 სექტემბერი
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


