მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი 2025-2026 სასწავლო წლისთვის

იხილეთ დეტალური ინფორმაცია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამების მიხედვით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! 

გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის აპლიკანტი, რომელიც წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან პასპორტს. 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

______________________________________________________________________________

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. ანგლისტიკა – ზეპირი გამოცდის განრიგი

2. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – ზეპირი გამოცდის განრიგი

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ზეპირი გამოცდის განრიგი

4. რელიგიის კვლევები – ზეპირი გამოცდის განრიგი

5. ფილოსოფია – წერითი და ზეპირი გამოცდების განრიგი

6. შუა საუკუნეების კვლევები – ზეპირი გამოცდის განრიგი

7. არქეოლოგია – ზეპირი გამოცდის განრიგი

8. თანამედროვე საქართველოს ისტორია – ინგლისურენაში ტესტირების განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი (იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც გადალახავენ ზღვარს ინგლისური ენის ტესტირებაში ზეპირი გამოცდა ჩატარდება 8 სექტემბერს 17:00 საათზე, დეტალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ბრძანებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად)

შენიშვნა: თუკი აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის ტესტის მინიმალურ ზღვარს (65% და მეტი), ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს. ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ათავისუფლებს აპლიკანტს ინგლისური ენის გამოცდისგან (სერტიფიკატის B2 წარმოდგენისას უნდა დადასტურდეს, რომ აპლიკანტმა გამოცდა ჩააბარა და მიიღო საერთო ქულების 65% და მეტი ან უნდა ჰქონდეს C1 დონის სერტიფიკატი).

9. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები – ზეპირი გამოცდის განრიგი

______________________________________________________________________________

მიმართულება: ხელოვნება

10. კინომცოდნეობა – ზეპირი გამოცდის განრიგი

______________________________________________________________________________

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

11. გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება – ზეპირი გამოცდის განრიგი

12. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – წერითი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: წერითი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველს შეუძლია ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი სხვა სფეროშიც.

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება და მის მიერ მიღებული ქულა არ უნდა იყოს 9 ქულაზე ნაკლები ტესტის ორ ნაწილში მაინც.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ამოწმებს სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენციასა (B2 დონე) და დარგობრივ ცოდნას.

13. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები – ინგლისურ ენაში ტესტირების განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი (იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც გადალახავენ ზღვარს ინგლისური ენის ტესტირებაში ზეპირი გამოცდა ჩატარდება 8 და 9 სექტემბერს, დეტალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ბრძანებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად)

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

14. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – ინგლისურ ენაში ტესტირების განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი (იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც გადალახავენ ზღვარს ინგლისური ენის ტესტირებაში ზეპირი გამოცდა ჩატარდება 6 და 8 სექტემბერს, დეტალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ბრძანებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად)

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

15. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) – ინგლისურ ენაში ტესტირების განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი (იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც გადალახავენ ზღვარს ინგლისური ენის ტესტირებაში ზეპირი გამოცდა ჩატარდება 8 და 9 სექტემბერს, დეტალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ბრძანებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად)

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

16. ადიქციის კვლევები – ზეპირი გამოცდის განრიგი

17. სოციოლოგია – ზეპირი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

18. სოციალური მუშაობა – ზეპირი გამოცდის განრიგი

______________________________________________________________________________

მიმართულება: ჯანდაცვა 

19. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – ინგლისურ ენაში ტესტირების განრიგი,  ზეპირი გამოცდის განრიგი (იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც გადალახავენ ზღვარს ინგლისური ენის ტესტირებაში ზეპირი გამოცდა ჩატარდება 9 სექტემბერს 11:00 საათზე, დეტალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ბრძანებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად)

20. ფსიქიკური ჯანმრთელობა – ზეპირი გამოცდის განრიგი

______________________________________________________________________________

მიმართულება: შემოქმედებითი (საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე)

21. ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის განრიგი:

  • აპლიკანტთან ინტერვიუზე განიხილავენ სამოტივაციო წერილს, შემოქმედებით რეზიუმესა და პორტფოლიოს. შეამოწმებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს;
  • შემოქმედებითი ტური;
  • ჯგუფური გამოცდა რეჟისორებისა და მსახიობებისთვის.

______________________________________________________________________________

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ ანჯაფარიძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ mariam.anjapharidze@iliauni.edu.ge

თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge

გაიგე მეტი

გაიგე მეტი