მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისათვის ინფორმაციის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
  • საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტების ბაზის წარმოება;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
  • საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული სტაჟიორების მუშაობის კოორდინირება;
  • ცენტრის მიერ გაწეული სერვისების გაუმჯობესებაზე მოსაზრებების შემუშავება და სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურისთვის;
  • დეკანთან ანგარიშის წარდგენა ცენტრის მუშაობის შესახებ;
  • ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართვა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში);
  • ინგლისურ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
  • უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე (CV) (რეზიუმე ასევე უნდა მოიცავდეს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას);
  • სამოტივაციო წერილი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლი
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია).

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
  • გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.
  • კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელშიც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 6 დეკემბრის ჩათვლით განაცხადები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიცია – საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი.

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გასაუბრების სავარაუდო თარიღია: 2022 წლის 8-9 დეკემბერი

2022 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი