მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია – მოვალეობები:

  • ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება და შედეგების დოკუმენტირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრებში, სემინარებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ;
  • პროგრამების განვითარებაზე მუშაობა(პროგრამებისა და კურსების შეფასების დაგეგმვა, პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტის დანერგვა-განვითარება, სასწავლო პროცესის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება და სხვა);
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელებაში მონაწილეობა (საგანმანათლებლო პროგრამების გარე და შიდა შეფასების პროცედურების უზრუნველყოფა);
  • ავტორიზაცია-აკრედიტაციის მოთხოვნების შესწავლა და გათვალისწინება; აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ავტორიზაცია-აკრედიტაციის  პროცესებისთვის;
  • ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოცდილების შესწავლა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ფარგლებში ტრეინინგების მომზადება-ჩატარება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გზამკვლევებისა და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საჭიროების მიხედვით, ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში);
  • ინგლისური ენის მინიმუნ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  ორწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი 0162, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 

ფაკულტეტი:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;

საათები:სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი);

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი საბუთები  2022 წლის 24  იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აუცილებელი საბუთები:

  • რეზიუმე (რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი;
  • დიპლომი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი  (სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში).

აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე;

კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: რეზიუმეების განხილვა და გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

2021 წელი

 

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი