მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ვაკანსია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს (სხდომის ოქმი N1; 28.02.2024) გადაწყვეტილებით, 4 მარტიდან გამოცხადდა კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აცხადებს უფროსის თანამდებობაზე.

რეგისტრაცია დაიწყება 5 მარტს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 12 მარტის 18:00 საათის ჩათვლით.

კანდიდატმა ქვემოთ მითითებული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი E109), მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე/CV
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
  • დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
  • აუცილებელია დოქტორის ხარისხის ფლობა;
  • ქართული და ერთი უცხოური ენის თავისუფლად ფლობა;
  • აუცილებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა;
  • აუცილებელია უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 19 მარტს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი