მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა eDocument-ით ფაკულტეტზე შემოსული კორესპონდენციის დახარისხება, განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება;
  • ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე შიდა მობილობის პროცესის კოორდინირება და სამართლებრივი აქტებისთვის დოკუმენტების მომზადება;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე ჩარიცხვის მსურველთათვის კონსულტაციები, განცხადებების განხილვა და რეკომენდაციის გასაცემად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის (მოწვეული მასწავლებლები) ხელშეკრულებების გაფორმება/გაგრძელებასთან დაკავშირებით წარდგინებების მომზადება;
  • ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში საათობრივი ანაზღაურების წესის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ფაკულტეტის დეკანის ასისტირება;
  • ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებლების ყოველთვიური დატვირთვების მონაცემების მომზადება და უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის გაგზავნა;
  • საბაკალავრო ნაშრომების მომზადება/ჩაბარებასთან დაკავშირებით ვადებისა და პროცედურების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, მათ შორის ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრების დამტკიცების მიზნით ბრძანებების მომზადება;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე სააპელაციო პროცედურების ორგანიზება, გარდა სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებული სააპელაციო პროცედურებისა;
  • ფაკულტეტის Facebook და ვებგვერდების ადმინისტრირება;
  • საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთათვის საკვალიფიკაციო დიპლომების გასაცემად საინფორმაციო ბარათების მომზადება;
  • ფაკულტეტთან არსებული ცენტრებისა და დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტუდენტთა რეიტინგის შედგენაში მონაწილეობა; ყოველ სასწავლო სემესტრში ფაკულტეტის ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილე სტუდენტთა აღრიცხვა და საერთო ბაზის შექმნა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

უნარები:

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე როგორც წერილობით, ისე ზეპირად ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში დავალებების შესრულების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, 0162 , ილია ჭავჭავაძის გამზ. N32

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ანაზღაურება: 1800 ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV (რეკომენდატორის მითითებით), სამოტივაციო წერილი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა. (გთხოვთ, წერილის“subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: რეზიუმეების განხილვა და გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.

გასაუბრების ჩატარების სავარაუდო თარიღია 15 ოქტომბერი.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

2021 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი