ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე.
ფუნქცია – მოვალეობები:
- მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხელშეკრულების შედგენა;
- მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება და კომუნიკაცია სტუდენტებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან, ცენტრალურ და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან;
- მედიცინის სკოლის სასწავლო სემესტრული ცხრილების მომზადება და კონტინგენტის დაგეგმვისთვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
- მედიცინის სკოლის სტუდენტების კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის, სოციალური მედიის საშუალებით) და მათი მიღება ოფისში წინასწარ განსაზღვრულ საკონსულტაციო საათებში;
- მედიცინის სკოლის ლექტორებთან კომუნიკაცია (ცხრილების, სასწავლო დატვირთვების, უწყისების მართვის და სხვა თაობაზე);
- მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტების და საჭირო ინფორმაციის (მათ შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული) მიწოდება და ამ პროცესის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან კოორდინაცია;
- მედიცინის სკოლის ლექტორების/სტუდენტების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემების დროული შეგროვება და შესაბამისი რეაგირების მიზნით, მედიცინის სკოლის ხელმძღვანელისთვის/ ფაკულტეტის დეკანისთვის მიწოდება;
- მედიცინის სკოლის ელ. ფოსტის მართვა წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით;
- მედიცინის სკოლის სტუდენტების კლინიკური სწავლების დაგეგმვა და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მედიცინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერითი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიახლეების მიმღებლობის და გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
ფაკულტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი);
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2023 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
აუცილებელი საბუთები:
- CV;
- დიპლომის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში).
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტზე;
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2023
[wpai_display_imported_files_here]


