კვლევითი ასისტენტის ვაკანსია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა“ (პროექტის ხელმძღვანელი − პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი) ფარგლებში ცხადდება კვლევითი ასისტენტის ვაკანსია.

 ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტში ჩართულ მკვლევრებთან კოორდინაცია და კვლევითი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საარქივო კვლევის ასისტირება: არქივებში ვიზიტის დაჯავშნა, მკვლევართა მითითებით წყაროების მოძიება და დამუშავება, წინასწარ შეთანხმებულ ვადებში მკვლევრებისთვის წყაროების ასლების მიწოდება;
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში მასალების მოძიება, ასლების მომზადება და შეთანხმებულ ვადებში მკვლევრებისთვის გაზიარება;
  • საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში მკვლევართა ჯგუფის მხარდაჭერა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ზუსტი დისციპლინა არ არის განსაზღვრული, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აინტერესებთ მეოცე საუკუნის ისტორიის, კერძოდ, საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს ისტორიის საკითხები);
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • (სასურველია) არქივებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობის გამოცდილება. ეროვნული არქივის ციფრულ კატალოგებთან მუშაობის თავისებურებების, ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობისა და მასალების მოძიების სპეციფიკის ცოდნა.

ქცევითი კომპეტენციები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • ასისტირების პერიოდი – 2025 წლის 20 სექტემბრიდან 2025 წლის 20 დეკემბრამდე;
  • სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ასისტენტის პროექტში მონაწილეობა განისაზღვრება სულ  37 სამუშაო დღით, დღიური ანაზღაურება შეადგენს 80 ლარს.

შენიშვნა: კანდიდატს მოეთხოვება სამეცნიერო ეთიკის დაცვა და საჭიროებისამებრ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევაში, მონაცემების გადამოწმება სანდოობის უზრუნველსაყოფად.

პროექტი მხარს უჭერს თანასწორი დასაქმების პრინციპებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები pdf. ფორმატში ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge და წერილის “subject” ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კვლევითი ასისტენტი“:

  • CV;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი საბუთები: ნიშნების ფურცელი და ცნობა სტუდენტობის შესახებ ან კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ;
  • 300-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება კანდიდატის მოტივაცია და ვაკანსიასთან შესაბამისობა.

ვაკანსიაზე საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი