კრედო ბანკის IFRS რეპორტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცრის ვაკანსია

კრედო ბანკი აცხადებს  IFRS რეპორტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცრის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო პოზიციის მიზანი:

ეროვნული ბანკისთვის რეპორტების მომზადება შესაბამისი სტანდარტებით.

სამუშაო აღწერილობა:

  • რეპორტები
  • სებსტატის რეპორტების მომზადება და გაგზავნა:
  • FID (დღის ფინანსური რეპორტი) – ყოველდღიური;
  • FIM (თვის ფინანსური რეპორტი) – თვეში ერთხელ;
  • PCS (რეპორტი საბანკო ბარათებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
  • MTR (რეპორტი ფულად გზავნილებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
  • FEX (რეპორტი სახაზინო გარიგებებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
  • CSH (რეპორტი საკასო ოპერაციებთან დაკავშირებით) – თვეში ერთხელ;
  • BTR (საბანკო გადარიცხვებთან/ჩარიცხვებთან დაკავშირებული რეპორტი);
  • სებსტატის ე.წ. FAS კითხვარის შევსება.
  • დეპოზიტების დაზღვევის რეპორტი;
  • სტატისტიკის რეპორტი;
  • ეროვნული ბანკის რეპორტების ავტომატიზაცია, რეპორტებში ცვლილებების საჭიროებისას ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • ეროვნული ბანკის არაგეგმიური მოთხოვნების დროს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
  • გარეაუდიტის შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაციების მოძიება, დამუშავება და მიწოდება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების კუთხით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომპიუტერული უნარების ფლობა, მათ შორის Microsoft Word, Excel;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზის საშუალებების (შემაჯამებელი ცხრილები, ფილტრები, ფინანსური ფორმულები და ა.შ.) ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საკითხების საბაზისო დონეზე ცოდნა (ბალანსი, საშემოსავლო უწყისი, ფულადი სახსრების უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები);
  • დავალებათა სიმრავლისთვის თავის გართმევისა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დავალებების გაწერილ ვადებში დასრულებისა და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვის უნარი;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის უნარი.

 პირობები:

  • პირველ ეტაპზე სწავლების პერიოდში იქნება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. ამ პერიოდში ანაზღაურება იქნება 300 ლარი;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ კანდიდატი გადავა 3-თვიან გამოსაცდელ ვადაზე, ამ პერიოდში ანაზღაურება იქნება 780 ლარი. ასევე ჩაერთვება დაზღვევა და სხვა ბენეფიტები;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატის ანაზღაურება გახდება 1000 ლარი.

კრედო ბანკი გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს.

კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც. თუ ფლობენ ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს, რეპორტების გაკეთებას ვასწავლით ადგილზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV ) შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება – IFR რეპორტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცერი.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 26 ივლისი, 2020 წ.

კრედო ბანკი 20-წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში 74 ფილიალით არის წარმოდგენილი.


[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი