კრედო ბანკი აცხადებს IFRS რეპორტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცრის ვაკანსიას.
სამუშაო პოზიციის მიზანი:
რეპორტების მომზადება ფასს სტანდარტებითა და ეროვნული ბანკის მიზნებისთვის შესაბამისი მომხმარებლებისთვის.
ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:
ზოგადი:
- Კრედო ბანკის ფილოსოფიისა და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელის მიერ დადგენილი მიზნების დაცვა და მუშაობა ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად;
- ყველა საქმიანობის განხორციელება კრედოს პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
- კომპანიის მიმართ ლოიალურობის, კეთილსინდისიერებისა და ინტეგრაციულობის გამოვლენა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა შესაბამისი წერილობითი დასტურით.
მოვალეობები:
- ეროვნული ბანკისა და მენეჯმენტისთვის ყოველდღიურად წარსადგენი ინფორმაციის მომზადება და გაგზავნა;
- ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
- ფინანსური და ეროვნული ბანკის რეპორტების ავტომატიზაცია,
- რეპორტებში ცვლილებების საჭიროებისას ტესტირებაში მონაწილეობა;
- რეპორტების მომზადება IFRS სტანარტებით;
- გარეაუდიტის შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაციების მოძიება,
- დამუშავება და მიწოდება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა სასურველია ფინანსების განხრით;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომპიუტერული უნარების ფლობა;
- Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზის საშუალებების (შემაჯამებელი ცხრილები, ფილტრები, ფინანსური ფორმულები და ა.შ.) ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საკითხების საბაზისო დონეზე ცოდნა (ბალანსი, საშემოსავლო უწყისი, ფულადი სახსრების უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები);
- დავალებათა სიმრავლისთვის თავის გართმევისა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- დავალებების გაწერილ ვადებში დასრულებისა და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვის უნარი.
კრედო ბანკი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:
- მე-13 ხელფასი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ღონისძიებები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე CV შემდეგ ელმისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 21 დეკემბერი, 2020 წ.
[wpai_display_imported_files_here]


