კონკურსი ადმინისტრაციულ თანამდებობაზე

ცხადდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციას.

კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 7 დღის განმავლობაში 2012 წლის 5 ოქტომბრიდან 2012 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

პირი კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგენს შემდგი დოკუმენტებს:

  • განცხადება, კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
  • მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საცხოვრებელი მისამართის ჩანაწერით);
  • დიპლომის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4);
  • მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  2. კანდიდატი, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 
  3. კანდიდატს მოეთხოვება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან/და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არანაკლებს 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატთა შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, მეორე ეტაპი – გასაუბრება.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევას რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს არასამერწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შერჩევის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს შერჩევის პირველ ეტაპს.

კანდიდატის მოტივაციის, პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის რეგენტთა საბჭო ჩაატარებს გასაუბრებას.

გასაუბრების ჩატარების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ გასაუბრებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი