კომპანია RSM Georgia Solutions აცხადებს პროგრამული გადაწყვეტილების ბიზნესკონსულტანტის ვაკანსიას.
კვალიფიკაცია: შეგირდი (სტაჟიორი)
სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება
კომპანია უზრუნველყოფს შეგირდის მომზადებას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
მოვალეობები:
(კვალიფიკაციის ეტაპობრივი ამაღლების პარალელურად)
- მონაწილეობა დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნესსაჭიროებების შესწავლისა და ანალიზის პროცესში;
- დამკვეთის მოთხოვნებისა და პროგრამული გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა;
- გადაწყვეტილებების კონსალტინგისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
- დამკვეთი ორგანიზაციის საბოლოო მოხმარებლების ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
- გადაწყვეტილების რეალური ექსპლუატაციის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა.
განათლება:
სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ენები: ქართული და ინგლისური.
ვაკანსიაზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის აპლიკანტებიც.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.
- MS office-ის ფლობა
- საბუღალტრო ან/და ERP სისტემების უნარ-ჩვევები განიხილება უპირატესობად
უნარები
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პროაქტიული
- პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციისა და პრიორიტეტიზაციის უნარი
- დროის მართვის უნარი
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
პოზიციის კარიერული ზრდის საფეხურები:
მოსამზადებელი პერიოდი:
* შეგირდი ბიზნესკონსულტანტი
- უმცროსი ბიზნესკონსულტანტი
- ბიზნესკონსულტანტი
- ბიზნესანალიტიკოსი
- ექსპერტი ბიზნესანალიტიკოსი
კომპანია გთავაზობთ:
- მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- საინტერესო და მრავალმხრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას
- კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმების შესაბამისად – სრული (ორშაბათი – პარასკევი, 10:00-19:00) და მოქნილი სამუშაო გრაფიკი
შეგირდი ბიზნესკონსულტანტის სამუშაო პერიოდი კვალიფიკაციის ამაღლებამდე 2-3 თვე, თვიური ანაზღაურება შეთანხმებით.
შერჩევის ეტაპები:
- გასაუბრება
- პრეზენტაციის წარდგენა
აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს მხოლოდ ვებგვერდზე ონლაინშევსება/ატვირთვის გზით:
აპლიკაციის შევსების ონლაინ ფორმა არესემ საქართველო სოლუშენსის ვებ-გვერდზე
მიღებული აპლიკაციების პირველადი დამუშავება ხდება ავტომატიზირებული მეთოდით, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების არშევსების შემთხვევაში, აპლიკაცია ავტომატურად იბლოკება განხილვისთვის. აუცილებელი მოთხოვნების გარდა სათანადო წესით სრულად შევსებული ინფორმაციული აპლიკაცია განიხილება უპირატესობად.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 8 დეკემბერი, 2019 წელი
არესემ საქართველო სოლუშენსი (არესემ საქართველოს შვილობილი კომპანია) მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების წევრია. ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას დამკვეთ ორგანიზაციებში.
[wpai_display_imported_files_here]


