კომპანია Nexia TA აცხადებს იურისტის ვაკანსიას.
ვაკანსიაზე განიხილებიან სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები, დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტები და მაგისტრანტები.
ძირითადი მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
- მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
- მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ანალიზი;
- მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და
- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებისა და საპასუხო წერილის პროექტების მომზადება;
- სამართლებრივი დავის არსებობისას ორგანიზაციის ინტერესების სასამართლოს,
- იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე წარდგენა;
- ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;
- იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
- კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამოცდილება;
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელსამართზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – „იურისტი”.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 8 თებერვალი, 2021 წ.
[wpai_display_imported_files_here]


