ტურისტული კომპანია Gamarjoba Georgia Tours აცხადებს გიდის ვაკანსიას.
Gamarjoba Georgia Tours მაღალრეიტინგული შემომყვანი ტურისტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა ორი წლის წინ.
მოთხოვნები:
ასაკი:18-30 წელი;
ენების ცოდნა: ქართული-მშობლიური;
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
გამართული მეტყველებისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
მასალის ათვისებისა და გადმოცემის უნარი;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჯგუფისა და დროის მართვის უნარი;
პოზიტიურობა;
ენერგიულობა.
სამუშაო აღწერილობა:
საქართველოს მასშტაბით ტურისტების თანხლება;
დაგეგმილი ტურისტული მარშრუტის მიხედვით ტურის ჩატარება;
ტურის განმავლობაში ტურისტებისთვის ისტორიული ძეგლების, ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ტურმენეჯერთან შეთანხმებით;
თავისუფალი გრაფიკი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beqasilagava@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტურისტული გიდი“.
შერჩეული კანდიდატები Gamarjoba Georgia Tours-ის ოფისში გაივლიან უფასო მოსამზადებელ კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს.
მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში.
[wpai_display_imported_files_here]


