კომპანიის Gamarjoba Georgia Tours ტურისტული გიდის ვაკანსია

ტურისტული კომპანია Gamarjoba Georgia Tours აცხადებს გიდის ვაკანსიას.

Gamarjoba Georgia Tours  მაღალრეიტინგული შემომყვანი ტურისტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა ორი წლის წინ.

მოთხოვნები:

  • ასაკი:18-30 წელი;

  • ენების ცოდნა: ქართული-მშობლიური;

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • გამართული მეტყველებისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • მასალის ათვისებისა და გადმოცემის უნარი;

  • ორგანიზებულობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • პუნქტუალურობა;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • ჯგუფისა და დროის მართვის უნარი;

  • პოზიტიურობა;

  • ენერგიულობა.

სამუშაო აღწერილობა:

  • საქართველოს მასშტაბით ტურისტების თანხლება;

  • დაგეგმილი ტურისტული მარშრუტის მიხედვით ტურის ჩატარება;

  • ტურის განმავლობაში ტურისტებისთვის ისტორიული ძეგლების, ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;

  • საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ტურმენეჯერთან შეთანხმებით;

  •  თავისუფალი გრაფიკი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნოთ რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beqasilagava@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტურისტული გიდი“.

შერჩეული კანდიდატები Gamarjoba Georgia Tours-ის ოფისში გაივლიან უფასო მოსამზადებელ კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს.

მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი