კომპანია ბიდიო აცხადებს პროგრამული პროდუქტის „1C“ კონსულტანტის ანაზღაურებად სტაჟირებას.
ვაკანსიის დასახელება: ERP-ის კონსულტანტი/სტაჟიორი.
ხანგრძლივობა: 6 თვე, კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი
აღწერა:
პროგრამის ფუნქციონალური ტესტირება
პროგრამული შეცდომების რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა
პროგრამის არსებული ფუნქციონალობის დახვეწის ინიცირება
პროგრამის ტექსტური და აუდიო დოკუმენტაციის მომზადება
სხვადასხვა პროგრამების მოკვლევა და ანალიზი (მათ შორის უცხოენოვანის)
სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები)
სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
გუნდურად მუშაობის უნარი
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან ტესტირებასა და გასაუბრებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@bdo.ge
გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი – 1C ERP“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.11.2019
კომპანიის შესახებ:
„ბიდიო“, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნესსერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. „ბიდიო“ 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მას საქართველოში წამყვანი, მე-3 ადგილი, უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს ტექნოლოგიურ მიმართულებას ბაზარზე ყოფნის 15-წლიანი ისტორია აქვს და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP-ის და 1C-ის უმსხვილეს პარტნიორს საქართველოში.
[wpai_display_imported_files_here]


