კომპანიის AzRy სტაჟირების პროგრამა გაყიდვებისა და მარკეტინგს მიმართულებით

კომპანია AzRy აცხადებს ანაზღაურებად (800 Gel)სტაჟირებას გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

AzRy ფლობს და ავითარებს გადაწყვეტილებებს შემდეგი თემატური მიმართულებებით:

  • კომუნალური და საბანკო გადახდები
  • ფულადი გზავნილები
  • თვითმომსახურების ტერმინალები
  • სატრანსპორტო სისტემები: დაგეგმარება, დისპეჩერიზაცია, მგზავრების ინფორმირების სისტემები, ელექტრონიკა
  • POS ტერმინალები
  • IoT, Embedded Systems
  • სხვა: სალიზინგო, ნოტიფიკაციები, დოკუმენტბრუნვა, ნაღდი ფულის მართვა და ა.შ.

ფუნქციები:

  • პროდუქტების გაყიდვების სტრატეგიისა და ტაქტიკების შემუშავებაში ჩართულობა
  • შემუშავებული მიდგომების გატარების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა
  • პროდუქტების გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა
  • პროდუქტების საპრომოციო ღონისძიებების მოფიქრებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა
  • მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის შემუშვებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების მონიტორინგისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა
  • ბაზრის საჭიროებების კვლევასა და ანალიზში ჩართულობა
  • ბაზრის ტენდენციების მიხედვით არსებული პროდუქტების მოდერნიზაციის წინადადებების მომზადების პროცესში მონაწილეობა
  • პროდუქტის კონტენტის განვითარებაში მონაწილეობა

საკვალიფიკავიო მოთხოვნები:

  • ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულების კურსდამთავრებული ან სტუდენტი (სასურველია დამამთავრებელი კურსის)
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა: წერა, კითხვა და საუბარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ ფონეზე ცოდნა

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
  • თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას
  • საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 01.09. 2020

კომპანიის შესახებ:

AzRy, მაღალტექნოლოგიური პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის მწარმოებელი ლიდერი კომპანია საქართველოში, 15 წელიწადზე მეტია მუშაობს კომპლექსური გადაწყვეტების შექმნაზე ფინანსური სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ინდუსტრიებისთვის. 


[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი