კომპანია AzRy აცხადებს ანაზღაურებად (800 Gel)სტაჟირებას გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
AzRy ფლობს და ავითარებს გადაწყვეტილებებს შემდეგი თემატური მიმართულებებით:
- კომუნალური და საბანკო გადახდები
- ფულადი გზავნილები
- თვითმომსახურების ტერმინალები
- სატრანსპორტო სისტემები: დაგეგმარება, დისპეჩერიზაცია, მგზავრების ინფორმირების სისტემები, ელექტრონიკა
- POS ტერმინალები
- IoT, Embedded Systems
- სხვა: სალიზინგო, ნოტიფიკაციები, დოკუმენტბრუნვა, ნაღდი ფულის მართვა და ა.შ.
ფუნქციები:
- პროდუქტების გაყიდვების სტრატეგიისა და ტაქტიკების შემუშავებაში ჩართულობა
- შემუშავებული მიდგომების გატარების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა
- პროდუქტების გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა
- პროდუქტების საპრომოციო ღონისძიებების მოფიქრებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა
- მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის შემუშვებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
- ბაზარზე არსებული კონკურენტების მონიტორინგისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა
- ბაზრის საჭიროებების კვლევასა და ანალიზში ჩართულობა
- ბაზრის ტენდენციების მიხედვით არსებული პროდუქტების მოდერნიზაციის წინადადებების მომზადების პროცესში მონაწილეობა
- პროდუქტის კონტენტის განვითარებაში მონაწილეობა
საკვალიფიკავიო მოთხოვნები:
- ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულების კურსდამთავრებული ან სტუდენტი (სასურველია დამამთავრებელი კურსის)
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა: წერა, კითხვა და საუბარი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ ფონეზე ცოდნა
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
- თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას
- საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 01.09. 2020
კომპანიის შესახებ:
AzRy, მაღალტექნოლოგიური პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის მწარმოებელი ლიდერი კომპანია საქართველოში, 15 წელიწადზე მეტია მუშაობს კომპლექსური გადაწყვეტების შექმნაზე ფინანსური სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ინდუსტრიებისთვის.
[wpai_display_imported_files_here]


