კომპანია „ოპპას“ სტაჟირება პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილებაში

სს ,,ოპპა”  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი:  თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და მათი  იდენტიფიკაცია შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად.

  • პარტნიორებისგან ინფორმაციის და დოკუმენტების მიღება/დამუშავება;

  • საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება, სრულყოფა და ხარისხის კონტროლი;

  • პარტნიორების კატალოგის სრულყოფა, შევსება და მუდმივი განახლება, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;

  • AML განყოფილებასთან ურთიერთობა;

  • შიდა და გარე რეპორტების მომზადება;

  • პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 

  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • მოწესრიგებულობა;

  • გუნდურობა.

კომპანია გთავაზობთ:

იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

CV-ის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სს ,,ოპპამ” დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია, თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: 

hr@oppa.ge სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი