მრავალფუნქციური კომპლექსი King David-ი აცხადებს ვაკანსიას მიმღების (რეცეფციონისტის) თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
მაცხოვრებლის/ვიზიტორის დახვედრა;
ვიზიტორებისა და მცხოვრებთათვის დახმარების აღმოჩენა;
ვიზიტორის შემოსვლა-გასვლის აღრიცხვა;
მცხოვრებ(თა)ის ინფორმირება მათთვის გამოგზავნილი კორესპონდენციების, ფოსტის ან/და გზავნილის, ასევე კურიერის მიერ ამანათის რეცეფციაში მოტანის თაობაზე;
ვიზიტორთა დაშვების ბარათებისა და ავტორიზაციის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
ენერგიული და მოტივირებული.
სამუშაო გრაფიკი:
შაბათი: 9:00-16:00
კვირა: 9:00-22:00.
ანაზღაურება: 400 ლარი.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 18 ივნისი, 2020წ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: l.kordzadze@kdr.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ თანამდებობის დასახელება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრებას.
[wpai_display_imported_files_here]


