სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ხარისხის მართვის მენეჯერის ვაკანსიას.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
პროფესია: განათლების ადმინისტრირება
ფუნქციები
- სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვის ორგანიზება;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოდულების შესაბამის სტანდარტებსა და ჩარჩო-დოკუმენტებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
- მატერიალური და ადამიანური რესურსის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- სასწავლო გეგმების შემუშავების ორგანიზება;
- კალენდარულ-თემატური გეგმების მოდულებთან შესაბამისობის მონიტორინგი
- სწავლის ხარისხის შემოწმების მიზნით ლექცია-სემინარების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და შეფასების პროცესის შეფასება და უკუკავშირის მიცემა პროფესიული მასწავლებლებისთვის;
- შეფასების ინსტრუმენტების მოდულებსა და შეფასების კრიტერიუმებთან თავსებადობის მონიტორინგი;
- კოლეჯის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა;
- მოდულების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება;
- მოდულების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
- პროფესიული მასწავლებლებისათვის ყველა სიახლის ახსნა და გაცნობა, რომლებიც განაპირობებს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას;
- სხვადასხვა სემინარსა და ტრენინგში პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
- მოდულის დასრულების შემდეგ პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების გამოკითხვის ორგანიზება და გამოკითხვის შედეგების ადმინისტრაციისთვის გაცნობა;
- ყოველწლიურად თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე პასუხისმგებლობა;
- საგანმანათლებლო დოკუმენტაციის პროგრამული აკრედიტაციისთვის მოწესრიგება;
- სტრატეგიულ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
- Microsoft Office Word
- Microsoft Office Excel
- eflow
- Microsoft Office PowerPoint
ენების ცოდნა:
ინგლისური B2
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 23 იანვარი, 2020 წ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა იხილეთ ვაკანსიის დეტალური ინფორმაცია და შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე.
[wpai_display_imported_files_here]


