Japan Tobacco International-ი ახალგაზრდებს სთავაზობს საერთაშორისო სტაჟირების უპრეცედენტო შესაძლებლობას.
Make It Bright 2021 საინტერესო სტაჟირებაა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყნის წარმომადგენელი. საუკეთესო გუნდს კომპანია სთავაზობს 6-თვიან საერთაშორისო სტაჟირებას, ბევრ საინტერესო პრიზსა და შესაძლებლობას.
JTI-ის გამოწვევის მთავარი მიზნებია:
- გაუზიაროს მონაწილეებს გამოცდილება, რომელიც ღირებულია მათი პროფესიული განვითარებისათვის;
- უზრუნველყოს მონაწილეებისთვის ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით დატვირთული პროგრამა;
- შესთავაზოს მონაწილეებს პროფესიონალების მხარდაჭერა და საინტერესო ბიზნესგარემო;
- მისცეს მონაწილეებს საერთაშორისო სტაჟირების მოგების შესაძლებლობა;
კონკურსში მონაწილეობისთვის კომპანია იწვევს 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს:
- რომლებსაც აქვთ 2 წელიწადზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება;
- კარგად ფლობენ ინგლისურ ენას;
- არიან კრეატიულები და მიზანდასახულები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ვებგვერდზე www.makeitbright.com, 2 მონაწილისაგან შექმენით გუნდი.
დარეგისტრირებული გუნდები მიიღებენ რეალურ ბიზნესგამოწვევას და წარადგენენ იდეებს გლობალურ პლატფორმაზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი.
გისურვებთ წარმატებას!
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


