ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის ვაკანსია

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია აცხადებს განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის ვაკანსიას.

განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის მოვალეობები:

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ასოციაციის წევრი კომპანიების ჩართულობის/მონაწილეობის მხარდაჭერა;
  • ასოციაციის წევრებისა და სხვა დაინტერესებული კომპანიებისთვის პროფესიული განათლების ძირითად მახასიათებლებზე ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაცია;
  • პროფესიული განათლების მიღების სურვილის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაციის გაწევა;
  • პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა თუ დასაქმების მიზნით ასოციაციის წევრ კომპანიებთან დაკავშირება და პროცესების წარმართვა;
  • პროფესიულ კოლეჯებთან აქტიური თანამშრომლობით თითოეული კოლეჯის სასწავლო პროგრამებში სრულყოფილად გარკვევა, სასწავლო პროცესის, მისაღები და შუალედური გამოცდების სპეციფიკის ცოდნა;
  • სასწავლო პროცესის ხარისხის გამოსასწორებლად/შესანარჩუნებლად პროფესიული სასწავლებლებისთვის კონსულტაციების გაწევა წევრი კომპანიებისგან მიღებული ფიდბექის შესაბამისად;
  • თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედ მშენებლობის სექტორთან, რელევანტურ კოლეჯებთან აქტიური და პერმანენტული კომუნიკაცია; იგულისხმება მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
  • ასოციაციის წევრი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ასოციაციის HR მენეჯერის მხარდაჭერა წევრი კომპანიების HR მიმართულებით მომსახურებაში: საკადრო საჭიროების განსაზღვრა, ვაკანსიის ჩამოყალიბება და ვაკანსიის განცხადების გავრცელება სხვადასხვა არხის გამოყენებით, პოტენციურ კადრებთან კომუნიკაცია, აპლიკანტების გადარჩევა და სხვ.
  • პროფესიული განათლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ პროცესებში ასოციაციის სახელით ჩართულობა; ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში მონაწილეობა; ამ მიმართულებით ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მხარდაჭერა და სხვ.

განათლებისა და დასაქმების კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლების სისტემის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • განათლების მენეჯმენტის მიმართულებით არსებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ქვემოთ ჩამოთვლილი უნარებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა როგორც ვერბალური, ასევე წერითი (შემოწმდება გასაუბრებაზე);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (შემოწმდება გასაუბრებაზე).

განათლებისა და დასაქმების კოორდინატორისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი.

გრაფიკი:

 სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:30

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაგზავნოთ CV შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge  

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2020 წელი

ორგანიზაციის შესახებ:

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ფუნქციონირებს 2015 წლიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.


[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი