ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას.
ადმინისტრაციული ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:
სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირის ორგანიზება;
სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ მათი გადამისამართება;
ორგანზიაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;
ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა, საჭიროების შემთხვევაში;
საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
უმაღლესი განათლება;
საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
დაინტერესებულმა კაბდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელმისამართზე: vacancies@idfi.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 26 თებერვალი, 2020 წ.
[wpai_display_imported_files_here]


