ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ელეონორა ქირიამ ილიაუნის ასოცირებულ პროფესორ შალვა ბარჯაძესა და ბელგრადის უნივერსიტეტის მკვლევართან, დალიბორ სტოიანოვიჩთან ერთად მრავალფეხიანის ახალი სახეობა – Schendyla megobroba sp. nov. აღწერა.
სახეობის აღწერათბილისის ეროვნულ პარკში შეგროვებულ ინდივიდებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Schendylidae-ის ოჯახის სახეობა პირველად დაფიქსირდა. სტატიაში, რომელიც მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალ Zootaxa-ში გამოქვეყნდა, მოცემულია ამ გვარის ამჟამად ცნობილი ყველა სახეობის სარკვევი.

