ილიაუნის თეატრის მოლარის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს  მოლარის ვაკანსიას (ნახევარი განაკვეთი).

ფუნქციები

თეატრის მოლარე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

  • ჯავშნის და ყიდის ბილეთებს;
  • პასუხობს ტელეფონს, აწვდის მაყურებელს ინფორმაციას სპექტაკლის შესახებ;
  • აწარმოებს ფინანსურ ჟურნალს;
  • ასრულებს თეატრის ადმინისტრატორის სხვა მითითებებს.

 მოთხოვნები

  • ჯგუფში მუშაობის უნარები
  • არანორმირებულ საათებში მუშაობა
  • მინიმალური კომპიუტერული უნარები (MS Office)

სამუშაო დრო

თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე მოლარეებისათვის წესდება არანორმირებული სამუშაო საათები. მოლარეები მუშაობენ მონაცვლეობით ყოველდღე, 13:00-დან 20:00 საათამდე, არა უმეტეს 21 საათისა კვირაში. დასვენების დღეა ორშაბათი.

ანაზღაურება

260 ლარი გადასახადების ჩათვლით

დაინტერესებულმა კანდიდატებს გთხოვთ 2020 წლის 26 იანვრამდე გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი