ილიაუნის თეატრის მოლარის ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბილეთების დაჯავშნა და გაყიდვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • მაყურებლისთვის სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ფინანსური ჟურნალის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail);
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ელექტრონულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
  • სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღე, 13:00-დან 20:00 საათამდე, კვირაში არაუმეტეს 21 საათისა;
  • დასვენების დღე: ორშაბათი;
  • ანაზღაურება: 447 ლარი (დარიცხული)

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV  2025 წლის  5 ოქტომბრის  ჩათვლით  მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „თეატრის მოლარე“.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი