ილიაუნის თეატრის კაპელდინერის ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაყურებლის დარბაზში შეშვებამდე ბილეთების შემოწმება;
  • სპექტაკლის პროგრამების დარიგება;
  • წარმოდგენის მსვლელობისას თეატრის დარბაზსა და ფოიეში წესრიგის დაცვა;
  • მაყურებლის დახმარება ადგილის მოძებნაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
  • სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე კაპელდინერებისთვის წესდება არანორმირებული სამუშაო საათები –  იმუშავებენ კვირაში 3 დღე: პარასკევს, შაბათს, კვირას მონაცვლეობით, ყოველდღე – 19:00-დან 23:00 საათამდე, არაუმეტეს 15 საათისა კვირაში.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV  2025 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „თეატრის კაპელდინერი“.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი