ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დიზაინერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული და ბეჭდური მასალის ვიზუალების მომზადება;
- მარკეტინგული მასალებისა და მიმდინარე ღონისძიებებისთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა ორგანიზაციის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით დიზაინით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად;
- ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება ხელით ან/და პროგრამების გამოყენებით;
- ინფოგრაფიკების შექმნაში მონაწილეობა;
- დიზაინერის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულება;
- შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება და ურთიერთობა სტამბასთან;
- უფროს დიზაინერთან კოორდინირებული მუშაობა;
- დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქმის შესაბამისი სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2);
- უმაღლესი განათლება (სასურველია).
ქცევითი კომპეტენციები:
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სიახლეების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა);
ანაზღაურება: 2031 ლარი (დარიცხული).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 3 აგვისტოს ჩათვლით გამოგზავნეთ თქვენი პორტფოლიო და CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „დიზაინერი“).
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
2025

