ილიაუნის მატერიალური რესურსების სამსახურის სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მატერიალური რესურსების სამსახურის სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრძანებების, წერილების, სამივლინებო ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა, მოხსენებითი ბარათების მომზადება ახალი თანამშრომლების მოწვევისა და არსებულ ხელშეკრულებათა გაგრძელების შესახებ;
  • უნივერსიტეტის ტრანსპორტის ჯარიმების ვადებისა და მათი დროული გადახდის კონტროლი შესაბამის პროგრამებში;
  • უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების კონტროლი;
  • უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების ქალაქში პარკირების მომსახურების ვადების კონტროლი;
  • კვლევითი ინსტიტუტების მიერ დახარჯული საწვავის ლიმიტების კონტროლი, ინფორმაციის შესაბამის ბაზაში ასახვა და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურებისთვის;
  • დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა ყოველთვიური კომუნალური ხარჯების ქვითრების დროული მიწოდების უზრუნველყოფა, აღრიცხვა და შესასრულებლად გადაცემა სამსახურის უფროსისთვის;
  • უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებათა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების ყოველთვიური საწვავის ხარჯვის კონტროლი (ყოველდღიური და თვის ფურცელი) და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel, Google platforms);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კომპლექსურ დავალებებთან გამკლავების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,

ანაზღაურება: 1600 ლარი (დარიცხული)

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად: 

  1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა; 
  2. გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 12 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – „უფროსი სპეციალისტი“

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

 2023 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი