ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტის მძღოლის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პროფესიული მართვა თბილისის ტერიტორიაზე და მივლინების დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
- ავტომობილის ტექნიკური მხარის კონტროლი და ინფორმაციის გადაცემა ხელმძღვანელობისათვის;
- შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოვლა-პატრონობა;
- საწვავის წვის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
- ხელფასი 1600 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
- მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (მივლინების შემთხვევაში – შაბათი და კვირაც), კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა – B, C, D კატეგორია;
- სასურველია ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- ქალაქისა და რეგიონების კარგი ცოდნა და კოორდინაციის უნარი.
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით CV გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge ან დაუკავშირდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების სამსახურის სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსს, დიმიტრი გორგაძეს ტელ.: 577553321
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სამეურნეო-ადმინისტრირების დეპარტამენტში მძღოლი“ .
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

