ილიაუნის დოქტორანტი ნაია მოდებაძე პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ეკოლოგია“ დოქტორანტი ნაია მოდებაძე პასკალის პრემიით დაჯილდოვდა საერთაშორისო ჟურნალში Zootaxa სტატიის Two new species of the genus Nemaspela Šilhavý, 1966 (Opiliones: Nemastomatidae) from Georgian caves გამოქვეყნებისთვის.

გამოცემა: Zootaxa (2026) – Clarivate Analytics-ის Web of Science Core Collection-ში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი (0.9 იმპაქტფაქტორი). ჟურნალი სპეციალიზებულია ზოოლოგიურ ტაქსონომიასა და სისტემატიკაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ტაქსონების აღწერის, ტაქსონომიური რევიზიებისა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების დოკუმენტირების მიმართულებით.

აბსტრაქტი

სტატიაში აღწერილია მთიბავის ახალი მღვიმური სახეობები – Nemaspela sakavria sp. nov. საყავრიის მღვიმიდან და N. sakinule sp. nov. საყინულესა (ნიკორწმინდა) და მელიის (ნიკორწმინდა) მღვიმეებიდან, რომლებიც რაჭის კარსტულ მასივში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (დასავლეთ საქართველო) მდებარეობს. წარმოდგენილია აღწერილი ტაქსონებისა და მათთან მორფოლოგიურად მსგავსი სახეობების დიფერენციალური დიაგნოზი და გვარ Nemaspela-ს სახეობების სარკვევი. გარდა ამისა, ამ კვლევაში პირველადაა წარმოდგენილი გვარ Nemaspela-ს მოლეკულურ-გენეტიკური მონაცემები. COI-5P ბარკოდირების რეგიონის ანალიზმა ნათლად გამოავლინა გენეტიკური განსხვავებები ორ ახალ და ერთ დაუდგენელ Nemaspela-ს სახეობას შორის.

2026

 

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი