ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელის ასისტენტის ვაკანსია

ძვირფასო სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო,

გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გამოცხადდა ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელის ასისტენტის ვაკანსია.

სამუშაოს აღწერილობა:

  • ტექნოლოგიის სკოლის საბჭოს სხდომების ორგანიზება და ოქმების მომზადება;
  • შიდა დოკუმენტაციის წარმოება, როგორიცაა სამსახურებრივი ბარათები, წარდგინებები, მიმართვები;
  • ბრძანების პროექტების, რეკომენდაციებისა და წერილების მომზადება;
  • შიდა მობილობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ნაკადების მართვა;
  • ასისტირება ტექნოლოგიების სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციულ და დოკუმენტაციურ საკითხებში;
  • ტექნოლოგიის სკოლის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების კოორდინაცია სოციალურ მედიაში თემატური ბლოკების და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსების მიზნით.
  • შუალედური და საბოლოო გამოცდების აღდგენების, გამოცდების გადავადების, საგნის დამატებას და სხვა ტიპის შინაარსის სტუდენტების მიერ დაწერილ განცხადებებზე პასუხის გაცემა და რეაგირება;
  • საბაკალავრო საფეხურის პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პროგრამულ საკითხებზე მეოთხე კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • Word, Excel, Access-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 15 იანვრამდე.

გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელის ასისტენტი.

ილიაუნის კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას!

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი