ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირების ვაკანსიას სეისმური მონიტორინგის ცენტრში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურების მონიტორინგი;
- აპარატურის გამართვა;
- საველე გასვლები საქართველოს ტერიტორიაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები).
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.
- პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პუნქტუალობა;
- ველზე მუშაობის სურვილი.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა 2 თვე;
- ანაზღაურება: 400 ლარი თვეში.
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 3 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ies@iliauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში“.
პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2025

