ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასადილოს მოლარის ასისტენტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საუნივერსიტეტო ბაზებისა და დამხმარე ობიექტების მართვის სამსახურში, საუნივერსიტეტო სასადილოში, მოლარის ასისტენტის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მზა კერძების აწონა და მომხმარებლისთვის მიწოდება;
  • ცხელი სასმელების მომზადება;
  • გაყიდვის წერტილზე ფულადი თანხის კონტროლი;
  • ფურშეტების, ყავის შესვენებისა და უნივერსიტეტის ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A1 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ქცევითი კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის  გამზ. N3/5;
  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, შესაძლებელია როგორც სრული, ისე არასრული გრაფიკით დასაქმება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 15 ოქტომბრის ჩათვლით  გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge (“subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ჩოლოყაშვილის 3/5, მოლარის ასისტენტი“).

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი