ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე მედიცინის სკოლის კოორდინატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მედიცინის პროგრამის საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხელშეკრულების შედგენა;
- მედიცინის პროგრამის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება და კომუნიკაცია სტუდენტებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან, ცენტრალურ და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან;
- მედიცინის პროგრამის სასწავლო სემესტრული ცხრილების მომზადება და კონტინგენტის დაგეგმვისთვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
- მედიცინის პროგრამის სტუდენტების კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის სოციალური მედიის საშუალებით) და მათი მიღება ოფისში წინასწარ განსაზღვრულ საკონსულტაციო საათებში;
- მედიცინის პროგრამის ლექტორებთან კომუნიკაცია (ცხრილების, სასწავლო დატვირთვების, უწყისების მართვისა და სხვ. თაობაზე);
- მედიცინის პროგრამის საერთაშორისო სტუდენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტებისა და საჭირო ინფორმაციის (მათ შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული) სტუდენტისთვის მიწოდება და ამ პროცესის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან კოორდინაცია;
- მედიცინის პროგრამის ლექტორების/სტუდენტების მხრიდან აღნიშნული პრობლემების დროული შეგროვება და შესაბამისი რეაგირებისათვის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელისთვის/ფაკულტეტის დეკანისთვის მიწოდება;
- მედიცინის სკოლის ელფოსტის მართვა წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM).
უნარები:
- ინტერკულტურულ გარემოში კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი.
სასურველია:
- განათლება უცხოურ უნივერსიტეტში;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობა გამოცდილება (მედიცინის მიმართულებით);
- საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გაგზავნოთ CV, დიპლომის ასლი და ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2020 წლის 9-დან 2020 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).
შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ წერილი, რომელშიც მითითებული იქნება ინტერვიუს ჩატარების თარიღი და პირობები.
[wpai_display_imported_files_here]


