ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის დამლაგებლის (მეეზოვის) ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის ტერიტორიის (შიდა ეზოს, შენობის მიმდებარე ტერიტორიის) ყოველდღიური დასუფთავება;
  • უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე არსებული სანაგვე ურნების ნარჩენებისგან გაცლა საჭიროებისამებრ;
  • ნარჩენების შეგროვება და განსაზღვრულ ადგილას გატანა;
  • ტერიტორიის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი მონიტორინგი.

ქცევითი კომპეტენციები:

  • მოწესრიგებულობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • ანაზღაურება: 700 ლარი (დარიცხული).

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge  და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „დამლაგებელი (მეეზოვე)“ ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577553321 (უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი).

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით.

რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი