ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს ბიბლიოთეკარის ვაკანსიას.
საქმიანობის აღწერა
მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებაში მკითხველებისთვისკონსულტაცია და დახმარება;
მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
მკითხველითვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებაში;
მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიული კვლევის ჩატარებაში დახმარება;
ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ ანოტაციის შედგენა;
ცირკულაციის წესების შესაბამისად მოქმედება;
ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
მოტივირებულობა
ინფორმაციის დახარისხების უნარი
ინტერნეტში ძიების უნარი
პრობლემების გადაჭრის უნარი
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, Google სერვისები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge გაგზავნოთ:
CV ფოტო სურათით.
სამოტივაციო წერილი – სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს.
უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ორი რეკომენდატორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კონკურსის ჩატარების ფორმატი:
I ეტაპი – განაცხადების მიღება იწარმოებს 3 მარტის ჩათვლით;
II ეტაპი – 5 მარტი, ტესტირება
III ეტაპი – 6 მარტი, გასაუბრება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ ერთ PDF ფაილად.
2. წერილის გრაფაში „subject” აუცილებლად მიუთითეთ „ვაკანსია – ბიბლიოთეკარი“
შენიშვნა: თუ ზემოთ ჩამოთვლილი ორი პირობიდან ერთი მაინც იქნება დარღვეული, კანდიდატი მოიხსნება კონკურსიდან !!!
შემოსული განაცხადების გადარჩევა პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი; არასრული განაკვეთი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: library@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]


