ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე
- საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
- მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
- ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიება მკითხველებისთვის;
- კონსულტაცია და დახმარება;
- მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
- მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
- მკითხველისთვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებაში;
- მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიული კვლევის ჩატარებაში დახმარება;
- ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ ანოტაციის შედგენა;
- ცირკულაციის წესების შესაბამისად მოქმედება;
- ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის დახარისხების უნარი;
- ინტერნეტში ძიების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი – როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, Google სერვისები.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებულობა;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 ან ჭავჭავაძის გამზირი N32
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (კვირაში 28 საათი) ან სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2022 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით (გთხოვთ, ”subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – ბიბლიოთეკარი).
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და შემდგომ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით და ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ვალდებული იქნება წარმოადგინოს ასევე:
ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
[wpai_display_imported_files_here]


