ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.

 ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტში დასაქმებულ პირების მონაცემთა ბაზების ანალიზი, დამუშავება და ადმინისტრირება;
  • თითოეული პოზიციისათვის სამუშაო აღწერილობისა შემუშავება, განახლება;
  • ადამიანური რესურსების მართვის  სამსახურის ელექტრონული პროგრამის (HR პროგრამული უზრუნველყოფა) გამართვა, ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის  განახლება, ადაპტირება მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და პოზიციების მიხედვით,  საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა, ადმინისტრირება და განახლებული ინფორმაციის აღრიცხვა და შედეგების ანალიზი;
  • შეფასების სისტემისთვის დეტალური ცხრილების, სქემების და პრეზენტაციების შექმნა;
  • თანამშრომელთა კმაყოფილების, უკუკავშირის კვლევა და შედეგების ანალიზი;
  • თანამშრომელთა გადამზადების, ტრენინგების, სამოტივაციო სისტემების დანერგვისა და განვითარების გეგმების შემუშავება, პერიოდული განახლება თანამშრომლებს შორის არსებული საჭიროების შესაბამისად;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • საქმისწარმოების წესების შესაბამისად დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობისა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ·უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) ბიზნესის, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
  • ·სამუშაოს შესრულების შეფასების მეთოდებისა და სისტემების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით Excel-ის, სათანადო დონეზე ცოდნა;
  • ადამიანური რესურსების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი – როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი;
  • განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი;
  • პუნქტუალობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით (subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – HR უფროსის თანაშემწე, მეილში მიუთითეთ ასევე მინიმალური სახელფასო ზღვრის ოდენობა და რეკომენდატორის/რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი და თანამდებობა). კანდიდატის შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნება კანდიდატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა, შემდგომ – გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით და ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ვალდებული იქნება წარმოადგინოს ასევე:

ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.         

 2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი