ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში  სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქციამოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და საკანცელარიო საკითხების უზრუნველყოფა და მართვა (ბრძანებები, შვებულებები, მივლინებები, შრომითი ხელშეკრულებები);
  • ქართული და ინგლისურენოვანი ცნობების მომზადება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობრივი ინსტრუქციების გაწერა, პერიოდული განახლება; 
  • უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის, ფაკულტეტისა და ინსტიტუტის თანამშრომლების კონსულტაცია HR პროცედურებთან დაკავშირებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება;
  • საქმისწარმოების წესების შესაბამისად დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართლის, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
  • ინგლისური ენა (B2 დონე);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის სათანადო დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • სასურველია პროფესიული სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი – როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი;
  • განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი;
  • პუნქტუალობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩოლოყაშვილის ქ. N3/5

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევით ჩათვლით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით (subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – HR-სპეციალისტი, გთხოვთ, მეილში ასევე მიუთითოთ მინიმალური სახელფასო ზღვრის ოდენობა და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი და თანამდებობა).

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა, შემდგომ – გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით და ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ვალდებული იქნება წარმოადგინოს ასევე:

ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.         

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი