საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ აცხადებს გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტის (GIS) ვაკანსიას.
ვაკანსია – გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა – 6 თვე
თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი (დარიცხული)
ფუნქციები:
- უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის დოკუმენტაციის შემოწმება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს No388 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად;
- სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის შესაბამისობის შემოწმება საჯარო რეესტრში დაცულ რეგისტრირებულ და ასევე არსებულ საკადასტრო მონაცემებთან;
- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა აქტიურ გეომონაცემთა ბაზაში და აღრიცხული მონაცემების დაცვა;
- საკადასტრო ერთეულზე საკადასტრო კოდის მინიჭება;
- საკადასტრო დავალების განხილვა დადგენილ ვადებში;
- რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების აღდგენა ერთიან გეომონაცემთა ბაზაში და ა.შ.
მოთხოვნები:
- მაღალი აკადემიური მოსწრების IV კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (მინიმუმ B, საშუალო ქულა 81 ან მეტი) – გეოგრაფია/გეოდეზია/არქიტექტურა/გეოინფორმატიკა/ მიწის რესურსების მართვა/GIS ტექნოლოგიები, საინჟინრო გეოდეზიის მიმართულებები;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- ArcGIS (გეოინფორმაციული სისტემის) პროგრამის დამაკმაყოფილებელი ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N 388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება.
კონკურსის ეტაპები:
გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 3 სექტემბერი, 2020 წ.
[wpai_display_imported_files_here]


