დრონების გამოყენების პრაქტიკული კურსი

ერასმუს+ის პროექტის განათლება დრონებისათვის (Educational for Drone) ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს განაცხადების მიღებაზე დრონების გამოყენების პრაქტიკული კურსის გავლის მსურველთათვის.

სასერტიფიკატო კურსი მოიცავს 10 ლექციასა და პრაქტიკულ სამუშაოებს მცირე ჯგუფებში.
შეხვედრები გაიმართება ონლაინპროგრამა Zoom-ის მეშვეობით.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • დრონებთან დაკავშირებული ტექნიკური ტერმინოლოგია;
  • დრონის საერთო კომპონენტების აღწერა და დადგენა;
  • დრონის სხვადასხვა ღერძზე დამოკიდებულება და მათი ურთიერთქმედება;
  • FPV-ს მახასიათებლები;
  • ზოგადი ცოდნა დრონის საბოლოო აწყობაზე;
  • აღჭურვილობა და პროგრამა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გასაზომად და მონიტორინგისთვის;
  • დრონის სამოქალაქო აპლიკაცია;
  • საჭირო ტექნიკური საკითხები;
  •  მეწარმეობის ძირითადი საფუძვლები – რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი იდეა სიცოცხლისუნარიან ბიზნესად აქციოთ.

კურსს გაუძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებმაც გადამზადების კურსები ერასმუს+ ის პროექტის „განათლება დრონებისათვის (Educational for Drone)“ ფარგლებში გაიარეს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: edrone@tsu.ge  არა უგვიანეს 1-ლი სექტემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ „დრონები – კურსი“.

2020 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი