ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით: ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ველზე მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. N77, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სტაჟირება სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში“.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


