ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემომავალი და გამავალი, ასევე შიდა საუნივერსიტეტო კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება ელექტრონულ სისტემაში;
- ელფოსტასა და სატელეფონო ზარებზე ოპერატიული რეაგირება;
- ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციებისა და ტრენინგების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- სხვა მიმდინარე სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მინ. ბაკალავრის ხარისხი);
- ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM).
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომპლექსურ დავალებებთან გამკლავების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. N77;
- სამუშაო გრაფიკი სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით – 1250 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 29 აგვისტოს ჩათვლით გამოგზავნეთ CV და დიპლომის ასლი მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი – „დირექტორის თანაშემწე“.
კონკურსი წარიმართება 3 ეტაპად:
- წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა;
- ტესტირება (IQ -ტესტი);
- გასაუბრება.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023
[wpai_display_imported_files_here]


