ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სწავლის სრულად დაფინანსებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩეხურ და ინგლისურ ენებზე ჩეხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
პრიორიტეტული სპეციალობები: ტექნიკური სფერო, მშენებლობა, ეკონომიკა და ფინანსები, სოფლის მეურნეობა, კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, სატყეო საქმე, მათემატიკა და სტატისტიკა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 სექტემბერი
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://registr.dzs.cz/registr.nsf
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაზე იხილეთ ბმულზე.
2025