„ლიგამუსის“ მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს წიგნის სახლის „ლიგამუსი“ მოლარე–კონსულტანტის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: წიგნების გაყიდვა; წიგნის მაღაზიის ყველა სალაროს, სალარო აპარატის, სალარო ტერმინალის, სალარო ჟურნალის, საბუთებისა და სეიფის ზედამხედველობა და მათი გამოყენების ცოდნა; სალაროში არსებულ ფინანსურ რესურსებზე ანგარიშვალდებულება; ინკასაცია; აღრიცხვა − ანგარიშის სამსახურთან ურთიერთობა; სამსახურის უფროსისათვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების შესახებ; სამსახურში მიმდინარე ღონისძიებების დროს კომპეტენციის ფარგლებში […]
ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის

სამართლის სკოლა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის II და III კურსის სტუდენტებისთვის. საქმიანობა: სასწავლო პროცესის მონიტორინგი; სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები; სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება; დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური დახმარება; ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება; შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში […]
Fablab Iliauni-ის სტაჟირების პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისთვის

თუ ხარ დაინტერესებული ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, მეწარმეობითა და ინოვაციებით, მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ფაბლაბში გაიარონ სტაჟირება და შეიძინონ გამოცდილება პროექტების მართვის, მეწარმეობისა და ინჟინერიის მიმართულებით, ისწავლონ ტექნოლოგიურ დაზგა-დანადგარებთან (CNC, ლაზერმჭრელი, 3D პრინტერი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი და სხვ.) მუშაობა და გაიღრმაონ ცოდნა […]
ანაზღაურებადი სტაჟირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება ფაკულტეტის ადმინისტრაციაში. სტაჟიორი შეისწავლის ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების მიღების პროცესებს, მათთან დაკავშირებულ რეგულაციებს და ჩაერთვება მიღების პროცედურებში. საქმიანობა: 2024 წლის ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის […]
სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის სკოლაში სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას (სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა; სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება; დიპლომის […]
სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის. სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგი სააპლიკაციო საბუთები მისამართზე IRO@iliauni.edu.ge: წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ სტაჟირების დასახელება. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. კონკურსი ჩატარდება […]
ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში. 22 მარტს, 16:00 საათზე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ვაკანსია

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს მოლარის ვაკანსიას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ჯავშნის და ყიდის ბილეთებს; უპასუხებს ტელეფონს, აწვდის მაყურებელს ინფორმაციას სპექტაკლის შესახებ; აწარმოებს ფინანსურ ჟურნალს; პოზიციის შესაბამისად ასრულებს ადმინისტრატორის სხვა მითითებებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail); სალარო-აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ელექტრონული გაყიდვების მუშაობის გამოცდილება (სასურველია). ქცევითი კომპეტენციები: პასუხისმგებლობის გრძნობა; […]
ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე სეისმური მონიტორინგის ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას სეისმური მონიტორინგის ცენტრში. სტაჟირება გაგრძელდება სამ თვეს დასაქმების პერსპექტივით. სამუშაოს აღწერა: სეისმური აპარატურის მუშაობის პრინციპების შესწავლა; საველე კვლევებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები); უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: […]
ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში. სტაჟირება გაგრძელდება სამ თვეს დასაქმების პერსპექტივით. სამუშაოს აღწერა: საველე გეოფიზიკურ კვლევებში მონაწილეობა; გეოფიზიკურ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი; სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები); უპირატესობად […]
