საქართველოს ბანკის სტიპენდია ილიაუნის სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება ილიაუნიში სწავლისთვის. ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება? საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (A ან B). სტუდენტებს შეარჩევენ სტიპენდიის კრიტერიუმების და პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge სარეგისტრაციო ფორმაში GPA-ს ველში მიუთითეთ თქვენი სასწავლო კურსების საშუალო ქულა (2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრის) რეგისტრაციის ვადა: 30 ნოემბრის  ჩათვლით. […]

ანაზღაურებადი სტაჟირება მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურის ღამის მორიგის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურის ღამის მორიგის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობა სამი თვეა, წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში. ფუნქცია-მოვალეობები მიწისძვრების მონიტორინგი და მონაცემთა დამუშავება; მონაცემთა ბაზაში გადატანა; დიდ მიწისძვრებზე ოპერატიულ რეაგირება;  საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის […]

ილიაუნის თეატრის მოლარის ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები: ბილეთების დაჯავშნა და გაყიდვა; სატელეფონო ზარებზე პასუხი; მაყურებლისთვის სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ფინანსური ჟურნალის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail); სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ელექტრონულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის გრძნობა; ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი; დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დროის მართვის უნარი; […]

ილიაუნის თეატრის კაპელდინერის ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები: მაყურებლის დარბაზში შეშვებამდე ბილეთების შემოწმება; სპექტაკლის პროგრამების დარიგება; წარმოდგენის მსვლელობისას თეატრის დარბაზსა და ფოიეში წესრიგის დაცვა; მაყურებლის დახმარება ადგილის მოძებნაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით. პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის გრძნობა; დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა: გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა; დროის მართვის უნარი; ემოციების მართვის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასადილოს მოლარის ასისტენტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საუნივერსიტეტო ბაზებისა და დამხმარე ობიექტების მართვის სამსახურში, საუნივერსიტეტო სასადილოში, მოლარის ასისტენტის ვაკანსიას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მზა კერძების აწონა და მომხმარებლისთვის მიწოდება; ცხელი სასმელების მომზადება; გაყიდვის წერტილზე ფულადი თანხის კონტროლი; ფურშეტების, ყავის შესვენებისა და უნივერსიტეტის ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო ან პროფესიული განათლება; ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A1 დონეზე; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, […]

ანაზღაურებადი სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ფაკულტეტის  სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში. სტაჟირება ცხადდება 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაწყებისთვის მზადების, სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად. სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე; გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: admin.artsci@iliauni.edu.ge ასევე შეავსეთ კითხვარი […]

„ლომები“ ილიაუნის ფრენბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია სპორტულ მოედანზე გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ფრენბურთის ჩემპიონატი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდების მონაწილეობით. ნახევარფინალური მატჩები დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა. პირველ ნახევარფინალში „ნაცული“ და „ანის ანგელოზები“ შეხვდნენ. ფინალისთვის სამი სეტი გახდა საჭირო. თანაბარი თამაშის მიუხედავად „ნაცულიმ“ გამარჯვება და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში „ლომებმა“ მეტოქე დამაჯერებლად, ორ სეტში, დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტ […]

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის

სამართლის სკოლა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის II და III კურსის სტუდენტებისთვის. საქმიანობა: სასწავლო პროცესის მონიტორინგი; სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები; სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება; დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური დახმარება; ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება; შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში […]

Fablab Iliauni-ის სტაჟირების პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად აახლებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, მეწარმეობითა და ინოვაციებით დაინტერესებული ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ფაბლაბში გაიარონ სტაჟირება და შეიძინონ გამოცდილება პროექტების მართვის, მეწარმეობისა და ინჟინერიის მიმართულებით, ისწავლონ ტექნოლოგიურ დაზგა-დანადგარებთან (CNC, ლაზერმჭრელი, 3D პრინტერი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი და […]

ანაზღაურებადი სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ფაკულტეტის  სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში. სტაჟირება ცხადდება 2024-2025 გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებისთვის მზადების, სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად. სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 17 თებერვლიდან 22 ივნისამდე; გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.   სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  […]